ფეხბურთი

22:08 | 15.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" იოლი გამარჯვება "შუქურასთან"

საქართველოს ეროვნული ლიგის 21-ე ტურში „საბურთალომ“ ღრმა აუტსაიდერი ქობულეთის „შუქურა“ 5:1 დაამარცხა.

ეს შედეგი მოსალოდნელი იყო, რადგან აჭარულ კლუბში სერიოზული პრობლემებია. ომარ თეთრაძის გუნდმა კი მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, როცა მეტოქეს 4 გოლი გაუტანა. დუბლი შეასრულეს შეიკნე სილამ და ლუკა სილაგაძემ.

მეორე ნახევარში სტუმართა კარი მეხუთედ ზაზა ციცქიშვილმა დალაშქრა, რასაც „შუქურამ“ 82-ე წუთზე ლუკა რობაქიძის ლამაზი გოლით უპასუხა, რომელსაც ეროვნულ ლიგაში დებიუტი ჰქონდა.

„საბურთალო“ 41 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „შუქურას“ მხოლოდ 7 ქულა აქვს და ბოლო პოზიციაზე იმყოფება.

„საბურთალო“ – „შუქურა“ 5:1 (4:0)

გოლები: 1:0 სილა (9), 2:0 სილაგაძე (17), 3:0 სილაგაძე (41), 4:0 სილა (45), 5:0 ციცქიშვილი (57), 5:1 რობაქიძე (82)

0.119368