ფეხბურთი

18:51 | 15.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მერიჰ დემირალიც საუდის არაბეთში ითამაშებს

თურქეთის ნაკრებისა და ბერგამოს „ატალანტას“ მცველი მერიჰ დემირალი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

იტალიური მედიის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე „ალ-აჰლიმ“ შეთანხმებას მიაღწია და „ატალანტა“ 20 მილიონ ევროს მიიღებს. ბერგამოელებს თურქი ტრანსფერზე ჰყავდათ დაყენებული და როგორც ჩანს, მისთვის კლუბიც იპოვეს.

„ალ-აჰლიმ“ მიმდინარე ზაფხულს არაბულ კლუბებს შორის ყველაზე მეტად იაქტიურა და დიდი შესვება მიიღო რობერტო ფირმინოს, ფრანკ კესის, როჟერ იბანიესის, ედუარ მენდის და რიად მაჰრეზის სახით, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საბოლოო სია არაა.

მერიჰ დემირალს „სპორტინგში“, „ალანიასპორში“, „სასუოლოში“, „იუვენტუსსა“ და „ატალანტაში“ აქვს ნათამაშები, თურქეთის ნაკრებში ჩატარებულ 39 შეხვედრაში კი 2 გოლი მიითვალა.

0.11314