დღეს, 15 აგვისტოს, ოკლენდში (ახალი ზელანდია) სტადიონ „ედენ პარკზე,“ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ესპანეთის ნაკრებმა შვედეთისას 2:1 მოუგო.
ანგარიში 81-ე წუთზე ესპანელმა სალმა პარალუელომ გახსნა. შვიდი წუთის შემდეგ შვედეთმა გაათანაბრა: რებეკა ბლუმკვისტმა ლინა ჰურტიგის გადაცემით გაიტანა. ორ წუთში ესპანეთი კვლავ დაწინაურდა: ოლგა კარმონამ ზუსტად დაარტყა. ამ დროს 90-ე წუთი მიმდინარეობდა.
ოთხშაბათს, მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ავსტრალიისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.