ფეხბურთი

0:46 | 15.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"შახტარის" მწვრთნელი: "გოჩოლეიშვილმა ორივე შემთხვევაში ხარისხიანი პასი გააკეთა"

დონეცკის „შახტარის“ მთავარმა მწვრთნელმა პატრიკ ვან ლეუვენმა „ოლექსანდრიასთან“ მატჩის (2:1) შემდეგ გიორგი გოჩოლეიშვილზე ისაუბრა, რომელმაც ორი საგოლე პასი გააკეთა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

„ვფიქრობ, თამაში კარგად დავიწყეთ, შეტევაში აგრესიულად ვიმოქმედეთ. გოლის გატანის უამრავი შანსი იყო, ორი კარგი გოლი გავიტანეთ, მარჯვენა ფლანგიდან ორი ხარისხიანი პასი გიოსგან, რასაც მოჰყვა სიკანის პირველი გოლი და ტრაორეს მეორე. თანაც, ბევრი მომენტი იყო, როცა მესამე და მეოთხე გოლების გატანა შესვენებამდეც შეიძლებოდა.

გიოსთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ მან ამ ორ შეტევაში კარგად იპოვა თავისი მომენტები: პირველში ზუბკოვისგან მიიღო პასი, რომელთანაც მშვენივრად ურთიერთობდა ფლანგზე, სიკანი კი კარგად რეაგირებდა პასზე, ხოლო მეორე შემთხვევაში, ლასინამ საჯარიმოს ცენტრში ბრძოლა მოიგო და გაიტანა, ეს ორი კარგი შეტევა იყო, მაგრამ გუნდმა ამის შემდეგ ცოტა ტემპი შეანელა“, - თქვა ვან ლეუვენმა.

აქვე გეტყვით, რომ ქართველ მცველს „შახტარში“ აქამდე საგოლე პასი არ ჰქონდა გაკეთებული, ამჯერად კი, ერთბაშად ორი მიითვალა. დონეცკურ გუნდს სამ ტურში 7 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 20 აგვისტოს, „კრივბასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.105503