იტალიის თასის 1/32 ფინალში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ „კროტონე“ დამატებით დროში 3:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა, შესვენებაზე შეცვალეს და მოედანზე მხოლოდ 45 წუთი გაატარა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დამატებით დროში კი, კრემონელებმა 105-ე და 117-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანეს და მოიგეს.
დავიდე ბალარდინის გუნდი 1/16 ფინალში „ჩიტადელას“ შეხვდება, ხოლო სერია B-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, „კატანძაროს“ უმასპინძლებს.
ლუკა ლოჩოშვილს დიდი ხანი უკავშირებდნენ „რაიო ვალეკანოს“, თუმცა, ტრანსფერი არ შედგა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ამ სეზონს სერია B-ში გაატარებს.