ფეხბურთი

16:25 | 14.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნში" რულის ტრანსფერიც ჩაიშალა: გერმანელებმა მეკარის პრობლემა ისევ ვერ გადაჭრეს

მიუნხენის „ბაიერნმა“ იან ზომერის შემცვლელი ჯერ კიდევ ვერ იპოვა. გერმანულ გრანდში ბოლოს არჩევანი „აიაქსის“ და არგენტინის ნაკრების კიპერზე, ხერონიმო რულიზე შეაჩერეს, მაგრამ ეს ტრანსფერის ჩაიშალა.

რული მიუნხენში დღეს უნდა ჩასულიყო და სამედიცინო შემოწმება გაევლო, ყველაფერი გადაწყვეტილი გახლდათ, თუმცა, ერედივიზიონის პირველ ტურში მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც ზამთრამდე ვერ ითამაშებს. შედეგად, ცხადია, „ბაიერნში“ მისი გადასვლა გამოირიცხა.

„ბაიერნი“ ზომერის შემცვლელს ეძებს, რადგან მანუელ ნოიერის დაბრუნების თარიღი ჯერაც უცნობია და სავარაუდოდ 2024 წლამდე ვერ ითამაშებს. რულიმდე ბავარიელები პრაქტიკულად შეუთანხმდნენ კეპას, რომელსაც შემდეგ „რეალის“ ვარიანტი გამოუჩნდა და სამშობლოში დაბრუნება ამჯობინა.

გერმანული მედიის ცნობით, „ბაიერნი“ ახლა ისევ მიუბრუნდება იასინ ბონოს ტრანსფერს, რადგან გუნდის განკარგულებაში მხოლოდ სვენ ულრაიხია. „რეკორდმაისტერს“ გიორგი მამარდაშვილს დიდი ხანი უკავშირებდნენ, მაგრამ ბოლო დროს ქართველი მეკარის გერმანიაში შესაძლო გადასვლაზე საუბარი აღარ არის.

0.115197