„ალ-ჰილალში“ ნეიმარის ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა - შეიძლება ინფორმაცია დღესვე ოფიციალურად დადასტურდეს.
ცნობილია, რომ სამედიცინო შემოწმებას ბრაზილიელი დღეს გაივლის, მიმდინარე კვირაში კი არაბეთში ჩავა, სადაც უკვე კონტრაქტს, რომელიც ორწლიანი იქნება, ხელს მოაწერს. ნეიმარი „ალ-ჰილალში“ 10-ნომრიან მაისურს მოირგებს და ორ წელიწადში 180 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
პსჟ მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე ოდნავ ნაკლებს მიიღებს. ასე რომ, საუდი პრო ლიგაში კიდევ ერთი ვარსკვლავი ითამაშებს, რომელთა რიცხვი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ალბათ კიდევ გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარს „სანტოსში“, „ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენში“ აქვს ნათამაშები. „ალ-ჰილალმა“ ნეიმარამდე კალიდუ კულიბალი, რუბენ ნევეში, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი და მალკოლმი შეიძინა.