ფეხბურთი

0:02 | 14.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს რეაქცია, როცა MVP-ის ტიტული ორი გოლის მიუხედავად მას არ მისცეს

არაბთა ჩემპიონთა თასის ფინალში კრიშტიანუ რონალდუმ „ალ-ნასრს“ დუბლით „ალ-ჰილალის“ წინააღმდეგ დამატებით დროში მოაგებინა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი მაინც „ალ-ჰილალის“ ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი გახდა, რის გამოც პორტუგალიელი ძალიან გაკვირვებული დარჩა.

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა რონალდოს რეაქცია, როდესაც ეს ამბავი გაიგო. კრიშტიანუ გაოცებული იყო და ტურნირის ორგანიზატორებს აჩვენა, ორი გოლი მე გავიტანეო...

თუმცა, როგორც ჩანს, ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად დასასახელებლად ეს საკმარისი არ გამოდგა და MVP-ს ჯილდო მაინც მილინკოვიჩ-სავიჩს გადასცეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114003