ფეხბურთი

23:46 | 13.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ფეხბურთელი არაბულ კლუბს შეუთანხმდა, ტრანსფერზე დე ლაურენტისიც თანახმაა

პოლონეთის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი პიოტრ ჟიელინსკი კარიერას თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, „ალ-აჰლიში“ გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ნახევარმცველს არაბებთან პირად კონტრაქტზე ყველანაირი შეთანხმება მიღწეული აქვს. ახლა მხარეები „ნაპოლისთან“ მუშაობენ, რომელიც თანახმაა ფეხბურთელის გაყიდვაზე.

საქმე ისაა, რომ „ნაპოლიმ“ უკვე შეარჩია ჟიელინსკის შემცვლელი გაბრი ვეიგას სახით, გარდა ამისა, პოლონელი კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, რომელიც გაისად იწურება, შესაბამისად, აურელიო დე ლაურენტისს ურჩევნია ის ახლა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ გაუშვას, ვიდრე ერთ წელში უფასოდ დაკარგოს.

ნაპოლი 29 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს და პლუს ბონუსებს მიიღებს, ხოლო ფეხბურთელი 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში 15 მილიონი ევროს ანაზღაურებით.

პიოტრ ჟიელინსკი „ნაპოლიში“ 2016 წლიდან თამაშობს და 329 მატჩში თავის გამოჩენა 47 გოლით მოახერხა. ის მანამდე „უდინეზესა“ და „ემპოლის“ ღირსებას იცავდა.

0.116856