ფეხბურთი

21:16 | 13.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მეცს" მიქაუტაძის საგოლე პასი არ ეყო და "რენთან" განადგურდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ სტუმრად „რენთან“ 1:5 განადგურდა, ქართველმა ფეხბურთელმა კი სეზონი საგოლე პასით დაიწყო.

მოედანზე ბრძოლა მხოლოდ 52-ე წუთამდე იყო, როდესაც ანგარიში 1:1 გახლდათ. არნო კალიმუენდოს გოლს 21-ე წუთზე იუსეფ მაზიზმა უპასუხა, რომელმაც თავით მიქაუტაძის შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ გაიტანა.

ცოტა ხანში გიორგი თავად იყო გოლთან ახლოს და თავისი გუნდის წინ გაყვანა შეეძლო, როდესაც მცველი მოატყუა და მახვილი კუთხიდან დაემუქრა სტივ მანდანდას კარს, მაგრამ ფრანგმა მეკარემ აჯობა. მეორე ნახევარში უკვე „რენმა“ დიდი უპირატესობა მოიპოვა, მეტოქეს 4 გოლი გაუტანა და იოლად მოიგო. თავის მხრივ, გიორგის კიდევ ერთი საგოლე შანსი ჰქონდა, ამჯერადაც მახვილი კუთხიდან ეფექტურად ურტყამდა, მაგრამ მანდანდა ისევ ყურადღებით იყო.

„მეცმა“ დიდი ანგარიშით წააგო, თუმცა მიქაუტაძე ნამდვილად გამოირჩეოდა მოედანზე. „რენი“ ძალიან კარგი გუნდია, ლიგა 1-ში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფეხბურთის მიმდევარი.

„მეცი“ საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურში 18 აგვისტოს საკუთარ მოედანზე ითამაშებს, მეტოქე კი ისევ რთული ჰყავს - „მარსელის“ სახით.

0.124012