ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვებას აპირებს და შესაძლოა კარიერა „ალ-ჰილალში“ გააგრძელოს.
როგორც ფრანგული მედია წერს, საუდური კლუბი მზადაა ბრაზილიელი ვარსკვლავის ფინანსური მოთხოვნები დააკმაყოფილოს. მართალია, ნეიმარს „ბარსელონაში“ დაბრუნება სურს, მაგრამ ამის დიდი შანსი არ არის, რადგან „ბარსას“ ფინანსური პრობლემები აქვს.
საუდელები ნეიმარს ორწლიან კონტრაქტს და 180 მილიონ ევროს სთავაზობენ, ხოლო პსჟ-ს 80 მილიონ ევროს. მზადეები შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან.
აღსანიშნავია, რომ ნეიმარი პსჟ-ს განაცხადში არ იყო ლიგა 1-ის პირველ ტურში, რაც ადასტურებს იმას, რომ კლუბიდან წასვლას გეგმავს და მხარეები ტრანსფერზე მუშაობენ.
ბრაზილიელმა 2017 წლიდან დღემდე პარიზული გუნდის მაისურით 173 მატჩში 118 გოლის გატანა მოახერხა.