ფეხბურთი

22:08 | 12.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუმ პირველი საუდური ჯილდო მოიგო და ტრავმა მიიღო

არაბთა საკლუბო ჩემპიონთა თასის ფინალში „ალ-ნასრმა“ დამატებით დროში „ალ-ჰილალი“ 2:1 დაამარცხა (თუმცა, თავიდან აგებდა) და თასის მფლობელი გახდა.

„ალ-ნასრის“ პორტუგალიელმა დიდვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, 74-ე და 98-ე წუთებზე დუბლი მიითვალა, 115-ე წუთზე კი ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

საინტერესოა, რომ რონალდუმ ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა.

ეს კრიშტიანუს პირველი საუდური ჯილდოა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112287