„ტოტენჰემის“ კორეელი თავდამსხმელი, სონ ჰეუნ-მინი, გუნდის ახალი კაპიტანი გახდა - წერს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
წყაროს ცნობით, „სფურზის“ ნახევარმცველი, ჯეიმს მედისონი და მცველი, კრისტიან რომერო ვიცე-კაპიტანებად დასახელდნენ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი, კაპიტანი და გუნდის ლიდერი ჰარი კეინი, „ბაიერნში“ გადავიდა.
სონი რვა წელია (2015 წლიდან) „ტოტენჰემშია.“ 2022/2023 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა, 14 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2025 წლის ივნისის ბოლომდე მოქმედებს.