გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ახალდაწყებულ ინგლისის ჩემპიონშიფში მეორე მატჩი ჩაატარა. ამჯერად „პლიმუთს“ უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა - 0:0.
ქართველი მინდორზე, პირველი შეხვედრის მსგავსად, ისევ შეცვლაზე შევიდა. 57-ე წუთზე მან შვედი ნახევარმცველი, კენ სემა შეცვალა.
ორი ტურის შემდეგ „უოტფორდმა“ 4 ქულა მოაგროვა და ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. 4 ქულა მის გარდა კიდევ შვიდ გუნდს აქვს. ლიდერები კი „იფსვიჩი“ და „ლესტერი“ არიან, რომლებმაც მაქსიმალური 6-6 ქულა მოაგროვეს.