ფეხბურთი

17:30 | 12.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "31 აგვისტომდე დროა, მთავარია, მეკარე კარგად ხელით თამაშობდეს"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ახალი მეკარის დამატების საკითხზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მეკარის მთავარი ფუნქციაა ხელით კარგად თამაშობდეს, ხოლო ფეხით კარგად თამაში თავდამსხმელებს მოეთხოვებათ.

„ლუნინის მიმართ სრული ნდობა მაქვს, მაგრამ უახლოეს დღეებში ვნახოთ, დავიმატებთ თუ არა სხვა მეკარეს ძირითად შემადგენლობაში. მთავარი კრიტერიუმია, რომ ბურთის მოგერიება ხელით იცოდეს. ხუმრობის გარეშე, პირველ რიგში მას აუცილებლად უნდა შეეძლოს გუნდის გადარჩენა, რასაც ყველა მეკარისგან ვითხოვ. მეკარე კარგად უნდა თამაშობდეს უპირველესად ხელით, ფეხით თამაშში უმჯობესია თავდამსხმელებს დავეყრდნოთ.

კურტუას ტრავმა არ იყო ჩვენთვის კარგი, მაგრამ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს და ეს ჩვენთან მოხდა. ვწუხვართ და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. მჯერა ლუნინის, რომელიც ნიჭიერია, თუმცა, 31 აგვისტომდე დრო არის, რადგან ლუნინის უკან არიან ძალიან ახალგაზრდა ბიჭები, მაგალითად, ფრანი, რომელიც მხოლოდ 17 წლისაა“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ცნობებით, „რეალი“ ახლოსაა ლონდონის „ჩელსიდან“ კეპა არისაბალაგას დამატებასთან. დიდი ალბათობით, სწორედ ესპანელი შეცვლის ბელგიელ მეკარეს, რომელსაც მთელი სეზონი გაუცდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099867