თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა და გამარჯვებული მოჭადრაკეები 2024 წლის ევროპის პირად ჩემპიონატის საგზურით დაჯილდოვდნენ, როგორც ქალთა ასევე ვაჟთა შორის.
გოგონათა შორის მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა და დამაჯერებლად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა თამარ ესაძემ!
I ადგილი - თამარ ესაძე (ქუთაისი;მწვრთნელი მურმან ესაძე)- 7 ქულა;
II ადგილი - მარიამ ცეცხლაძე (ბათუმი;მწვრთნელი დავით მაღალაშვილი) – 6,5 ქულა;
III ადგილი - ელენე წოწონავა (ფოთი; მწვრთნელი ხვიჩა სუპატაშვილი) – 6,5 ქულა;
ვაჟთა ჩემპიონატი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, სტარტზე ზედიზედ ოთხი გამარჯვებით აკაკი ყალიჩავა დაწინაურდა, თუმცა ფინიშზე განცდილმა ზედიზედ ორმა მარცხმა ფოთელი მოჭადრაკე სამეულს მიღმა დატოვა.
ჩემპიონის ტიტული კი ალექსანდრე წანაწყენიშვილმა მოიპოვა, რომელმაც მარცხის გარეშე განვლო ტურნირი და ფინიშზე დამაჯერებელი თამაშით მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა.
I ადგილი - ალექსანდრე წანაწყენიშვილი (გურჯაანი; მწვრთნელი გია ქიტესაშვილი)- 7 ქულა;
II ადგილი - გიორგი გიორგაძე (ქუთაისი;მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე) – 6,5 ქულა;
III ადგილი - ნიკოლოზ შამათავა (ზუგდიდი; მწვრთნელი დავით ჯოჯუა) – 6,5 ქულა;
სოფო ნიკოლაძე