ფეხბურთი

14:28 | 12.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დემბელე პსჟ-ს ფეხბურთელია

„პარი სენ-ჟერმენმა“ უსმანე დემბელემ კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

პარიზელებს ფრანგი შემტევის „ბარსელონადან“ შეძენა 52 მილიონი ევრო დაუჯდათ. უსმანე პსჟ-ში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და გუნდში 2028 წლის ზაფხულამდე დარჩება.

დემბელემ კარიერა „რენში“ დაიწყო, სადაც 2015-2016 წლების სეზონში გამოდიოდა, შემდეგ „დორტმუნდში“ გადავიდა, ხოლო 2017 წელს ნეიმარის შემცვლელის სტატუსით „ბარსას“ შეუერთდა, სადაც 185 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა. საფრანგეთის ნაკრებში მის აქტივში 37 თამაში და 4 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111861