ფეხბურთი

2:09 | 12.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის "ვალენსიამ" ლა ლიგა "სევილიასთან" გამარჯვებით დაიწყო

ესპანეთის ლა ლიგის 2023-2024 წლების სეზონი დაიწყო, რომელსაც „ვალენსიასთვის“ იდეალური დასაწყისი აქვს.

რუბენ ბარახას გუნდმა ბევრისთვის მოულოდნელად „სანჩეს პისხუანზე“ „სევილიას“ დამარცხება და 3 ქულის მოპოვება მოახერხა. „ვალენსია“ მიმდინარე ზაფხულს ნამდვილად არ გაძლიერებულა, უფრო მეტიც, საკვანძო ფეხბურთელები დაკარგა (ედინსონ კავანი, იუნუს მუსა, სამუელ ლინო), მაგრამ ანდალუსიაში მაინც მოიგო.

გიორგი მამარდაშვილმა 3 დარტყმა მოიგერია, ბევრი საქმე არ ჰქონია, ყველაზე რთულ დარტყმას კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-9 წუთზე გაუმკლავდა, როცა სუსოს აჯობა და თავისი გუნდი გადაარჩინა.

„ვალენსია“ მე-60 წუთზე მუკტარ დიახაბიმ დააწინაურა. 10 წუთში იუსეფ ენ-ნესირიმ მამარდაშვილს თავით ახლო მანძილიდან გაუტანა, ხოლო 89-ე წუთზე მასპინძელთა მცველის შეცდომა ხავი გერამ გამოიყენა და რუბენ ბარახას გუნდს მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ „სევილია“ 81-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდა.

„ვალენსიამ“ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, ლა ლიგის მეორე ტურში კი 18 აგვისტოს, „ლას პალმასს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

0.129618