ფეხბურთი

1:10 | 12.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა ჰოლანდის გოლებით და "მანჩესტერ სიტის" მოგებით დაიწყო

ინგლისის პრემიერლიგის 2023-2024 წლების სეზონი დაიწყო, რომელიც მოქმედი ჩემპიონის, „მანჩესტერ სიტის“ თამაშით გაიხსნა.

პეპ გვარდიოლას გუნდი ელიტაში ახლახან დაბრუნებულ „ბარნლის“ ესტუმრა, რომელსაც სათავეში ვინსენ კომპანი უდგას. გასული სეზონის ტრიუმფატორი „ბარნლისთვის“ ზედმეტად ძლიერი გამოდგა.

„სიტიმ“ იოლად მოიგო 3:0 და რა თქმა უნდა, მთავარი გმირი ერლინგ ჰოლანდი იყო, რომელმაც პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა. მან როდის და ხულენ ალვარესის პასების შემდეგ ერთი შეხებით გადაგზავნა ორივე შემთხვევაში ბურთი კარში. მეორე ტაიმში როდრიმ თვითონაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, არაფერი შეცვლილა: „მანჩესტერ სიტი“ ისევ შეუჩერებელი მანქანაა, რომელსაც ახალ სეზონში მწვერვალებზე უნდა ველოდოთ.

„ბარნლი“ – „მანჩესტერ სიტი“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ჰოლანდი (4), 0:2 ჰოლანდი (36), 0:3 როდრი (75)

0.11719