ფეხბურთი

10:25 | 11.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი და პსჟ ურთიერთობის დასრულებაზე მუშაობენ

„პარი სენ-ჟერმენი“ და ნეიმარი ურთიერთობის დასრულებაზე მუშაობენ. ფრანგული მედიის ცნობით, ბრაზილიელ ფეხბურთელს კლუბის დატოვება სურს და პარიზელები თანახმა არიან მისი სურვილი დააკმაყოფილონ.

გამოსავლის მოძებნა ადვილი არ იქნება, რადგან პსჟ-მ თავის დროზე ნეიმარში 220 მილიონი ევრო გადაიხადა, ახლა კი გარკვეული თანხის მიღება მის სანაცვლოდ უნდა.

ცნობილია, რომ ნეიმარს პსჟ-ში დაბრუნება სურს, მაგრამ უფრო რეალურია მან კარიერა საუდის არაბეთში ან MLS-ში გააგრძელოს. ჯერჯერობით, კონკრეტული კლუბების სახელები არ გაჟღერებულა.

შეგახსენებთ, ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს და 173 მატჩში 118 გოლი აქვს გატანილი.

თეგებინეიმარიპსჟ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116867