ფეხბურთი

23:30 | 10.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"აპოელის" მწვრთნელი: "პირველ ტაიმში გაგვიმართლა, მაგრამ მოგება დავიმსახურეთ"

ნიქოზიის „აპოელის“ მთავარმა მწვრთნელმა რიკარდო სა პინტუმ გორის „დილასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, პირველ ტაიმში გაუმართლათ, მაგრამ მოგება დაიმსახურეს.

პორტუგალიელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და საპასუხო შეხვედრაში ყურადღება არ უნდა მოადუნონ.

„პირველ ტაიმში კვლავ ვერ ვითამაშეთ კარგად, ისევე, როგორც წინა შეხვედრაში. არასაკმარისად აგრესიულები ვიყავით, ბურთი და ინიციატივა მეტოქეს დავუთმეთ, ძალიან გაგვიმართლა, რომ პირველი ტაიმის ბოლოს გოლი გავიტანეთ, საკმაოდ დაუმსახურებლად. თუმცა, მეორე ტაიმში სულ სხვა განწყობით გავედით მოედანზე, უკეთესად გავაცნობიერეთ მეტოქის უპირატესობები, კარგად ვმოქმედებდით, მეორე გოლიც გავიტანეთ და საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ მოგება დავიმსახურეთ. მაგრამ ჩემი აზრით, ჯერ არაფერი დამთავრებულა, მეორე მატჩში ასევე ყურადღებით და მაქსიმალურად კარგად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან „დილას“ ნებისმიერ დროს შეუძლია კარგი მომენტების შექმნა და გამოყენება“, - თქვა სა პინტუმ.

შეგახსენებთ, რომ „დილასა“ და „აპოელის“ საპასუხო მატჩი ერთ კვირაში, 17 აგვისტოს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112119