სტამბოლის „გალათასარაის“ ფეხბურთელი დრის მერტენსი სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას აპირებს.
ამის შესახებ მან იტალიურ მედიას უთხრა: „წელს, 37 წლის გავხდები, გონებით ჯერ კიდევ 25 წლის ვარ, მაგრამ ჩემი სხეული სხვაგვარ მინიშნებებს მაძლევს. ვფიქრობ, ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნება და შემდეგ ვეცდები, ცხოვრებაში სხვა რაღაცები გავაკეთო“, - აღნიშნა დრისმა.
დრის მერტენსი ბოლო ორი სეზონია „გალათასარაიში“ თამაშობს, სადაც 36 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ენდრახტის“, „აპელდორნის“, „უტრეხტის“, პსვ ეინდჰოვენისა და „ნაპოლის“ წევრი იყო. საუკეთესო წლები სწორედ იტალიურ გუნდში გაატარა, სადაც 397 მატჩში 148 გოლი გაიტანა და „ნაპოლის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ბელგიის ნაკრებში მერტენსს 2011-2022 წლებში 109 თამაშში 21 გოლი აქვს გატანილი.