სხვა

20:20 | 10.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს პარა ძიუდოს ნაკრების ბრინჯაო პარა ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს პარა ძიუდოს ნაკრები პარა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

საქართველოს ანგარიშზე ევროპის პარა ჩემპიონატზე უკვე 7 მედალია და აღსანიშნავია, რომ შვიდივე მედალი პარა ძიუდოს ნაკრების ანგარიშზეა.

მანამდე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მედლები რევაზ ჩიკოიძემ (ოქრო), ინა ქალდანმა (ვერცხლი), ლაშა ყიზილაშვილმა (ბრინჯაო), გიორგი ქალდანმა (ოქრო), ზურაბ ზურაბიანმა (ბრინჯაო) და ნუკრი მიღრიჯანაშვილმა (ბრინჯაო) მოიპოვეს.

0.114435