ფეხბურთი

17:16 | 10.08.2023 | ნანახია 1539 - ჯერ

ესპანური მედია: მამარდაშვილი "რეალის" სიაშია და კურტუას შეცვლის ერთ-ერთი ვარიანტია

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მადრიდის „რეალში“ შესაძლოა, ტიბო კურტუა შეცვალოს.

El Chiringuito TV-ს ცნობით, რომელიც მადრიდულ გრანდთან დაახლოებული ტელევიზიაა, „რეალის“ დღის წესრიგში ქართველი მეკარეა. ვალენსიელი ჟურნალისტის, ხერმან მუნიოსის ინფორმაციით კი, რომელიც მხოლოდ „ვალენსიას“ ამბებზე მუშაობს, გიორგი მართლაც არის კურტუას შეცვლის ერთ-ერთი ვარიანტი, თუმცა არა ერთადერთი, რადგან მადრიდელებს სიაში სხვა მეკარეებიც ჰყავთ.

მამარდაშვილის გარდა, უკვე გაიჟღერა იასინ ბონოს, კეილორ ნავასის, უნაი სიმონს, დავიდ დე ხეას, დავიდ სორიას და კეპა არიზაბალაგას ვარიანტებმა. ცნობილია, რომ „ვალენსია“ მზადაა მამარდაშვილი დაახლოებით 25-30 მილიონ ევროდ გაყიდოს, თუმცა, ამ დრომდე ვალენსიელებს ოფიციალური შეთავაზება ქართველ მეკარეზე არ მიუღიათ, მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ და „ჩელსი“ ინტერესდებოდნენ. ინგლისელთა სიაში გიორგი ისევ რჩება, თუ კეპა კლუბს დატოვებს.

გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. „რეალს“ მეკარის შეძენის საკითხი მას შემდეგ დაუდგა დღის წესრიგში, რაც ტიბო კურტუამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და პრაქტიკულად მთელ სეზონს გამოტოვებს.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:06 | 11.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

გრანდი არ დატოვეს, ყველას მამარდა დაუკავშირეს

07:05 | 11.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

კარგით რა რა რეალი, არ მჯერა ესეთი ზღაპრების

21:58 | 10.08.2023
valeri8848 (2623)

კურტუას ტრამვა როგორ უნდა გაგეხარდეს მაგრამ ეს შანსიც
თუ გიოს სასიკეთოდ დამთავრდა და რეალში გაეძრო, საუკუნის გამართლება და სენსაცია იქნება... ერთი წლის წინ საბურთალოს კარებში არ იდგა?????

00:40 | 11.08.2023
alfadhirhaiti (7530)

სამი წელი გავიდა.

22:01 | 10.08.2023
valeri8848 (2623)

ლოკომოტივი შემშლია

18:29 | 10.08.2023
KD (575)

ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელი რეალში ჩემი ოცნება იყო ყოველთვის, და ეს ოცნება ასრულებასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა.. მიდი გიო, იმედია ყველაფერი გამოვა

18:27 | 10.08.2023
KD (575)

რა იყო, ჩასაფრებულები ხართ, ოღონდ მამარდას რამე ცუდი დაემართოს? ტიპი ესპანეთის ჩემპიონატის ტოპ 5 მეკარეში შედის და რა დღეში ხართ თქვენ?
ასეთი ასაკის და ასეთი დონის მეკარე დღეს არაა ბაზარზე, და პოტენციალით მსოფლიოს ტოპ 5-ის პოტენციალი აქვს, და გახდება კიდეც სწორი მუშაობით.

17:25 | 10.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

უამრავი ჭორი იწერება მამარდაზე

17:24 | 10.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

ჯერ ჩელსში უშვებდნენ ეხლა რეალში

17:18 | 10.08.2023
Rens7114 (60)

შანსი არაა ეგრე მიქაროს რეალმა. გამოსვლებზე 0, ფეხით თამაში 0. გრანდში ამას არაფერი ესაქმება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119328
სარეკლამო ადგილი - 99
X x X