ფეხბურთი

16:15 | 10.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ივა გელაშვილის ტრანსფერზე იტალიური კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს

თბილისის „საბურთალოსა“ და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი „სპეციას“ ინტერესის სფეროშია.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, იტალიელები ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. „სპეციას“ მიზანია, რომ ქართველი ფეხბურთელი უფასოდ დაიმატოს, ამიტომაც, ამჟამად მუშაობა „საბურთალოსთან“ კონტრაქტის გაწყვეტაზე მიდის, რომ ივა თავისუფალი აგენტი გახდეს და იტალიელებმა ის უფასოდ დაიმატონ.

„სპეცია“ ბოლო სამი სეზონი სერია A-ში თამაშობდა, მაგრამ პლეი-აუტში „ვერონასთან“ დამარცხდა, რის შედეგადაც გავარდა და ახალ სეზონს სერია B-ში გაატარებს.

22 წლის ივა გელაშვილი პრაღის „სპარტას“ აღზრდილია, საქართველოში კი, „სიონსა“ და „საბურთალოში“ გამოდიოდა, რომლის მაისურით მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა. გელაშვილმა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე თავი კარგი თამაშით წარმოაჩინა.

0.118939