პსჟ-ის თავდამსხმელი, ნეიმარი, საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის” სატრანსფერო სამიზნეა - წერს Relevo.
წყაროს ცნობით, კლუბი მზადაა ბრაზილიელის ტრანსფერში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამ თანხაში შედის ფეხბურთელის ხელფასი სამი წლის განმავლობაში. პსჟ მზადაა ნეიმარი გაუშვას „ალ-ჰილალში,“ რადგან არ სურს კონკურენტების გაძლიერება ევროპაში.
ნეიმარის პრიორიტეტი კი ამერიკულ MLS-ის კლუბში გადასვლაა.
ნეიმარი „ბარსელონადან“ პსჟ-ში 2017 წელს 222 მილიონ ევროდ გადავიდა. მას შემდეგ მან პარიზულ კლუბში 173 მატჩი ჩაატარა, 118 ბურთი გაიტანა და 77 საგოლე გადაცემა შეასრულა ფეხბურთელის კონტრაქტი ფრანგებთან 2025 წლის ივნისამდეა გათვლილი.