„ნაპოლი“ ახლოსაა ნიჭიერი ესპანელი ფეხბურთელის, გაბრი ვეიგას ტრანსფერთან. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
ადგილობრივი გამოცემების ცნობით, ნეაპოლელებმა 21 წლის ნახევარმცველთან 5-წლიან კონტრაქტზე მიაღწიეს შეთანხმებას, ხელფასის სახით კი, სეზონში 2.2 მილიონ ევროს მიიღებს.
„სელტას“ „ნაპოლი“ 35-36 მილიონ ევროს შესთავაზებს და წესით, შეთანხმება კლუბებს შორისაც უნდა შედგეს.
გაბრი ვეიგა „სელტას“ აღზრდილია, მთავარ გუნდში კი 55 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი. ესპანეთის 21-წლამდე ნაკრებში მის ანგარიშზე 8 უგოლო თამაშია.