ფრანჩესკო ტოტის შვილმა, კრისტიან ტოტიმ „რომას“ ახალგაზრდული გუნდი დატოვა. 17 წლის ფეხბურთელი კარიერას „ფროზინონეში“ გააგრძელებს, სადაც გიორგი კვერნაძე თამაშობს.
თუმცა, ცხადია, არა პირველ გუნდში. კრისტიანი ჯერჯერობით, „ფროზინონეს“ 18-წლამდე გუნდში ითამაშებს, დანარჩენი კი მომავალში გამოჩნდება და მასზე იქნება დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტიმ მთელი კარიერა „რომაში“ გაატარა. მისმა შვილმაც თამაში რომაელთა აკადემიაში დაიწყო, მაგრამ როგორც ჩანს, მამისგან განსხვავებული გზა აირჩია.