ფეხბურთი

15:59 | 9.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვოუთ ვეგორსტი ბუნდესლიგაში დაბრუნდა

ნიდერლანდელი თავდამსხმელი ვოუთ ვეგორსტი გერმანიაში დაბრუნდა, სადაც „ჰოფენჰაიმის“ ღირსებას დაიცავს.

31 წლის ფეხბურთელმა 10-ნომრიანი მაისური მოირგო და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ვოუთმა გასული სეზონის მეორე ნახევარი „მანჩესტერში“ გაატარა, სადაც 31 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ვეგორსტს თავის დროზე „ემენში“, „ჰერაკლესში“, „ალკმაარში“, „ვოლფსბურგში“, „ბარნლისა“ და „ბეშიქთაში“ უთამაშია, ხოლო ნიდერლანდების ნაკრებში 23 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11858