ფეხბურთი

22:31 | 8.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" 20 წლის ურუგვაელი ფეხბურთელი დაიმატა

ტურინის „იუვენტუსმა“ „ვალენსიადან“ ნიჭიერი ურუგვაელი მცველი ფაკუნდო გონსალესი დაიმატა.

ტურინელებმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს და მას 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ის პოზიციით მარცხენა მცველია, რომელიც ცოტა ხნის წინ ურუგვაისთან ერთად მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონი გახდა.

ფაკუნდო გონსალესმა 2020 წლიდან „ვალენსიას“ მეორე გუნდში 59 მატჩში 4 გოლი გაიტანა, მაგრამ მთავარ გუნდში დებიუტი არ ჰქონია.

0.122543