ფეხბურთი

16:56 | 8.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" ნკუნკუ რამდენიმე თვით გამოაკლდა

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი კრისტოფერ ნკუნკუ რამდენიმე თვის განავლობაში ვერ ითამაშებს.

ფრანგი ფეხბურთელი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ამხანაგურ მატჩში დაშავდა, რის გამოც მუხლზე ოპერაცია გაუკეთეს. ჯერჯერობით, უცნობია ზუსტად რა დრო გაუცდება მას, მაგრამ სავარაუდოდ, მიმდინარე წელს ვერ ითამაშებს.

ამიტომაც, შესაძლოა, „ჩელსიმ“ ახალი თავდამსხმელის დამატების გადაწყვეტილება მიიღოს და „იუვენტუსს“ რომელუ ლუკაკუსა და დუშან ვლაჰოვიჩის ბარტერს დათანხმდეს, რაშიც ინგლისელებს 40 მილიონი ევროს დამატება მოუწევთ.

კრისტოფერ ნკუნკუ „ჩელსიმ“ მიმდინარე ზაფხულს „ლაიფციგიდან“ 65 მილიონ ევროდ დაიმატა. მან პრესეზონზე სამი გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127447