ფეხბურთი

12:54 | 8.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ვერატიში 80 მილიონს ითხოვს, „ალ-ჰილალი“ 45-ს სთავაზობს

„ალ-ჰილალმა“ გააუმჯობესა შეთავაზება „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველ მარკო ვერატის ტრანსფერის თაობაზე.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ტვიტერში წერს, რომ საუდური კლუბი პსჟ-ს 30 მილიონის ნაცვლად 45 მილიონ ევროს შესთავაზებს. პარიზული კლუბის პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი ჯერ კიდევ არ აპირებს მსგავს პირობებზე დათანხმებას. თუ ფასი არ გაიზარდა, ვერატი შეიძლება პსჟ-ში დარჩეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზელები 30 წლის ფეხბურთელისთვის 80 მილიონ ევროს ითხოვენ.

გასულ სეზონში იტალიელმა პსჟ-ში 38 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ვერატი კლუბში 2012 წლიდან თამაშობს. მისი მოქმედი კონტრაქტი 2026 წლამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117559