ნეიმარმა შესაძლოა „პარი სენ-ჟერმენი“ დატოვოს. ფრანგული გამოცემა L’Equipe იტყობინება, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს კლუბის დატოვება სურს.
გავლენიანი გამოცემის ცნობით, მან პსჟ-ს ხელმძღვანელობას უკვე აცნობა თავისი სურვილის შესახებ და ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა. პარიზელთა გადაწყვეტილება უცნობია. ნეიმარს „ბარსელონაში“ დაბრუნება სურს, სადაც 2013-2017 წლებში თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს და 173 მატჩში 118 გოლი აქვს გატანილი.