მიუნხენის „ბაიერნი“ ლონდონის „ტოტენჰემთან“ ჰარი კეინის ტრანსფერზე შეთანხმებას ისევ ვერ ახერხებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისელებმა გერმანელთა შეთავაზებული 100 მილიონი ევრო დაბლოკეს. „დეზების“ პრეზიდენტმა დანიელ ლევინ ამ თანხად კეინის გაყიდვაზე უარი თქვა.
„ბაიერნის“ საბჭო განიხილავს გაზარდოს თუ არა შეთავაზება, ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა მალე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს უკვე მეორე ზაფხულია ეძებს, თუმცა ჯერჯერობით, მიზანს ვერ მიღწია. კეინმა გუშინ დონეცკის „შახტართან“ ამხანაგურ მატჩში ითამაშა და პოკერის შესრულება შეძლო.