„რომას“ ბრაზილიელი მცველი როჟერ იბანიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.
„ჯალოროსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ალ-აჰლიში“ ტრანსფერი დაადასტურა, ის იბანიესს სოციალურ ქსელში საჯაროდ დაემშვიდობა. „რომა“ მის სანაცვლოდ 30 მილიონ ეროს მიიღებს. როჟერი „ალ-აჰლიში“ სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
როჟერ იბანიესმა „რომაში“ სამი სეზონის განმავლობაში 149 შეხედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ "ალ-აჰლი", რომელმაც მანამდე რობერტო ფირმინო და ედუარ მენდი დაიმატა, ამაზე გაჩერებას არ აპირებს. არაბები ახლოს არიან "ნაპოლის" ნახევარმცველ პიოტრ ჟიელინსკის შეძენასთან და ჟოაო ფელიქსის ტრანსფერსზეც მუშაობენ.