ძიუდო

19:32 | 6.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბუდაპეშტის მასტერსის ფინალში ლაშა ბექაურმა ლუკა მაისურაძე დაამარცხა

ბუდაპეშტის მასტერსის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ქართული ფინალი გაიმართა, რომელშიც ლაშა ბექაურმა ლუკა მაისურაძე დაამარცხა.

ზოგადად, 90 კგ წონით კატეგორიაში გასაკვირი არაა, რომ ქართული ფინალი შედგა. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ბუდაპეშტშიც ოქროსთვის ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდნენ.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მარცხის შემდეგ ლაშამ ამჯერად მოახერხა ლუკას დამარცხება. შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო, ორივე ძიუდოისტს 2-2 გაფრთხილება ჰქონდა, ყველაფერი კი დამატებით დროში მესამე გაფრთხილებამ გადაწყვიტა, რომელიც მაისურაძემ მიიღო და ვერცხლს დასჯერდა.

ფინალამდე მათი გზა ასეთი იყო: მაისურაძემ ყაზახი დიდარ ხამზა, უზბეკი ჯახონგირ მამატრახიმოვი და იტალიელი კრისტიან პარლატი დაამარცხა, ხოლო ბუქაურმა ბრიტანელ ჯამალ პეტგრეივს, აზერბაიჯანელ მურად ფატიევსა და უზბეკ დავლათ ბობონოვს აჯობა. მოგეხსენებათ, ბექაური მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია, მაისურაძე კი - მსოფლიოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ბუდაპეშტის მასტერსზე 4 მედალი აქვს მოპოვებული. ლაშა ბექაურმა ოქრო, ლუკა მაისურაძემ ვერცხლი, ლაშა შავდათუაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.063941