ფეხბურთი

18:21 | 4.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ყველა ერთისთვის, ერთი ყველასთვის"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.

ესპანელმა სპეციალისტმა სოციალურ ქსელში გუნდთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ის დაასათაურა: „ყველა ერთისთვის, ერთი ყველასთვის“.

მანამდე ესპანური მედია წერდა, რომ ლუის ენრიკე კლუბში არსებული გაურკვეველი ატმოსფეროს გამო გადადგომას აპირებდა, თუმცა როგორც ჩანს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ლუის ენრიკე ერთი თვეა, რაც „პარი სენ-ჟერმენში“ მუშაობს და კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113838