გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ პოლტავას „ვორსკლასთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც უკრაინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეცდებიან პირველ მატჩში დაშვებული შეცდომები გამოასწორონ.
„ვორსკლასთან“ პირველი მატჩის შემდეგ ბევრი რამ გავაანალიზეთ, ჩვენ დაწვრილებით გავიარეთ გასული მატჩების ყველა შეცდომა და შევეცდებით საპასუხო მატჩი ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ. პირველმა მატჩმა მეტოქისგან ბევრი ისეთი ნიუანსი გვანახა, რასაც არ მოველოდით, თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მეტოქე კარგად გვყავს შესწავლილი, თუ გვინდა, რომ მოედანზე ვდომინირებდეთ აუცილებელია ბურთის კონტროლი მოვახერხოთ. ჩვენი გულშემატკივარი ყოველთვის დიდ ძალას გვაძლევს და საკუთარ მოედანზე მათთან ერთად ამ ორ რაუნდიანი ბრძოლის მოგების ძალა შეგვწევს”, - თქვა დემჩენკომ.
შეგახსენებთ, რომ „დილას“ და „ვორსკლას“ მატჩი 3 აგვისტოს, 21:00 საათზე გაიმართება.