ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით გიორგი კირვალიძემ (109 კგ.) იასპარეზა.
კირვალიძემ ატაცში 157 / 161 / 165 კგ. დაძლია, ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ევროპის ჩემპიონის ტიტულიც გაიფორმა!
ძალოსანმა აკვრაში თავი 188 / 193 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კირვალიძემ ორჭიდში მოგროვილი 358 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალს დაეუფლა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.