ფეხბურთი

21:28 | 1.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონმა გადაწყვეტილება მიიღო: ჯიჯი 28-წლიან კარიერას ასრულებს

ჯანლუიჯი ბუფონმა საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის შესახებ ყველა ავტორიტეტული გამოცემა იტყობინება.

45 წლის ლეგენდარულმა კიპერმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და “პარმასთან” შეთანხმდა კონტრაქტის გაწყვეტაზე, რომელიც ძალაში 2024 წლამდეა. ინფორმაცია უახლოეს დღეებში ოფიციალურად დადასტურდება.

მოსალოდნელია, რომ ჯიჯი კარიერის დასრულების შემდეგ იტალიის ნაკრებს შეუერთდება, სადაც დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში დაიწყებს მუშაობას.

ლეგენდარულმა მეკარემ კარიერა ჯერ კიდევ 28 წლის წინ, 1995 წელს დაიწყო „პარმას“ შემადგენლობაში. მან კარიერის უდიდესი ნაწილი და საუკეთესო პერიოდი „იუვენტუსში“ გაატარა, სადაც 19 სეზონის განმავლობაში 685 თამაში ჩაატარა. ჯიჯის იტალიის ნაკრებში 176-ჯერ უთამაშია, რაც ასევე რეკორდია.

ასე რომ, უბერებელი ჯანლუიჯი ბუფონის 28-წლიანი პროფესიონალური კარიერა სრულდება.

0.108248