ფეხბურთი

20:12 | 1.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ჯაკომო რასპადორის კონტრაქტი გაუხანგრძლივა

"ნაპოლის" თავდამსხმელმა ჯაკომო რასპადორიმ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

"აძურის" ვებგვერდის ცნობით, იტალიელი ფორვარდი გუნდში 2028 წლის ზაფხულამდე დარჩება. ფინანსური დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ჯაკომო რასპადორიმ კარიერა "სასუოლოში" დაიწყო, სადაც 82 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში "ნაპოლიში" ჩატარებულ 33 თამაშში თავი 6 გოლით გამოიჩინა. იტალიის ნაკრებში მის ანგარიშზე 18 შეხვედრა და 5 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115952