"ვალენსიას" და აშშ-ს ნაკრების ნახევარმცველი იუნუს მუსა კარიერას "მილანში" გააგრძელებს. ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია.
20 წლის ფეხბურთელი მილანში ხვალ ჩავა, რის შემდგომაც კონტრაქტს გააფორმებს. მუსას სანაცვლოდ "ვალენსია" 18 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც 2 მილიონი ბონუსის სახით დაემატება.
ამერიკელი 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და 80-ნომრიან მაისურს მოირგებს. მისი ხელფასი იტალიურ კლუბში სეზონში 2 მილიონი ევრო იქნება.
პროფესიულ დონეზე მუსას „ვალენსიას“ გარდა, სხვაგან არ უთამაშია. ესპანურ გუნდში მის აქტივში 108 თამაში და 5 გოლია.