სხვა

18:22 | 1.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსნობა: საქართველოს ნაკრების შედეგიანი დღე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული დღე გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის. 96 კგ, წონით კატეგორიაში მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით გერვასი თაბაგარმა და თორნიკე ლომთაძემ იასპარეზეს.

გერვასი თაბაგარმა ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და დაძლეული 143 / 147 / 151 კილოგრამით ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ძალოსანმა აკვრაში თავი 182 / 188 / 192 კილოგრამს გაართვა, ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონობა იზეიმა.

ასევე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა ორჭიდში მოგროვილი 343 კილოგრამითაც. თორნიკე ლომთაძემ ატაცში 134 / 138 / 141 კგ. დაძლია და მე-6 ადგილზე გავიდა. ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 177 / 183 / 186 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული გაიფორმა. ორჭიდში მოგროვილი 327 კილოგრამით კი მეხუთეა.

გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ირაკლი გობეჯიშვილმა (96 კგ.) იასპარეზა. ძალოსანმა ატაცში 161 კგ. დაძლია, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა. გობეჯიშვილმა აკვრაში თავი 185 / 192 / 196 კილოგრამს გაართვა და კვლავ ვერცხლის მედალს დაეუფლა. იგივე სინჯის მედალი ერგო ორჭიდში მოგროვილი 357 კილოგრამითაც.

87კგ წონით კატეგორიაში, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით მარიამ მურღვლიანმა ბრწყინვალედ იასპარეზა. ძალოსანმა ატაცში 95 / 100 / 102 კგ. დაძლია, ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. მარიამ მურღვლიანმა აკვრაში თავი 118 / 123 / 127 კილოგრამს გაართვა, რაც ასევე ოქროს მედლის მომტანი გახდა. ორჭიდში მოგროვილი 229 კილოგრამით კი კვლავ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დაგდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124454