ფეხბურთი

17:11 | 1.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "ზომერს წასვლა სურს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა იან ზომერის სიტუაციის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, შვეიცარიელს წასვლა სურს, მაგრამ "ბაიერნს" ის სჭირდება.

"ამჟამად ის ჩვენი მეკარეა და ჩვენთან კონტრაქტი აქვს. ნორმალურია, რომ ფეხბურთელებს შეიძლება წასვლა უნდოდეთ. მისთვის ადვილი არ არის თავისუფალი და თავდაჯერებული იყოს, მაგრამ ჩვენ კლუბის ინტერესები უნდა დავიცვათ. ნოიერი ცდილობს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს, მაგრამ ჩვენთვის ზომერიც დიდებული მეკარეა და გვჭირდება", - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ იან ზომერს "ინტერი" იწვევს, მაგრამ ნოიერის ტრავმიდან გამომდინარე "ბაიერნი" მის ტრანსფერს ჯერ არ თანხმდება, რადგან შვეიცარიელის შემცვლელიც ჯერ ვერ დაიმატა. საუბარი იყო გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე, მაგრამ ქართველი მეკარის ფასი გერმანელებს ეძვირებათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101463