ლონდონის „ჩელსი“ მზადაა რომელუ ლუკაკუ „იუვენტუსს“ დუშან ვლაჰოვიჩში გაუცვალოს. ტურინელები ბელგიელი ფორვარდით კარგა ხანია ინტერესდებიან, ხოლო სერბის გაყიდვას არ გამორიცხავენ.
როგორც Sky Sport-ი იტყობინება, ინგლისელებმა მზადყოფნა გამოთქვეს ბარტერზე იმუშაონ. ახლა კლუბებმა ფინანსურ ასპექტზეც უნდა მოახერხონ შეთანხმება, რადგან სავარაუდოდ, „იუვენტუსი“ ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ ლუკაკუსთან ერთად გარკვეულ თანხასაც მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ ლუკაკუ გასულ სეზონში „ინტერში“ ჰყავდა განათხოვრებული. ბელგიელი ინგლისელთა გეგმებში არ შედის. რაც შეეხება ვლაჰოვიჩს, ის „იუვემ“ 2022 წლის ზამთარში დაიმატა, მაგრამ ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე მზად არიან ის გაასხვისონ.