სხვა

18:35 | 31.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნათია გადელიას 3 ოქროს მედალი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

ბუქარესტში მიმდინარე U20 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ნათია გადელიამ (81 კგ.) იასპარეზა.

გადელიამ კონტინენტის პირველობის ატაცში 93 / 96 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონობა იზეიმა.

ძალოსანმა აკვრაში 116 / 120 / 23 კგ. დაძლია და კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა.

ნათია გადელია ორჭიდში მოგროვილი 219 კილოგრამითაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.

0.120164