ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 89 კგ. წონით კატეგორიაში ზურაბ მსხალაძემ, მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით, წარმატებით იასპარეზა.
ძალოსანმა ატაცში 144 / 149 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ზურაბ მსხალაძემ აკვრაში თავი 180 / 185 / 190 კილოგრამს გაართვა და მოპოვებული ვერცხლის მედლით ვიცე-ჩემპიონის ტიტული გაიფორმა.
ასევე ვერცხლის მედალს დაეუფლა ორჭიდში მოგროვილი 339 კილოგრამითაც.