კარიმ ბენზემას არაბული კარიერა ბრწყინვალედ დაიწყო: 2 მატჩი, 2 გოლი და 1 საგოლე პასი.
არაბული კლუბების ჩემპიონატზე, სადაც 16 გუნდი ოთხ ქვეჯგუფშია განაწილებული „ალ-იტიჰადმა“ „სფაქსიენი“ 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი 63-ე წუთზე ფრანგმა ფეხბურთელმა გაიტანა.
პირველ ტურში საუდელებმა ტუნისური „ესპერანსი“ ბენზემას გოლით და საგოლე პასით დაამარცხეს, შესაბამისად, 6 ქულით ჯგუფიდან უკვე გავიდნენ და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.