ფეხბურთი

23:47 | 30.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" "მონაკოდან" მცველს დაიმატებს

ლონდონის „ჩელსიში“ „მონაკოს“ მცველის აქსელ დისასის ტრანსფერი გადაწყდა. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს.

დისასის სანაცვლოდ „არისტოკრატები“ „თავადებს“ 45 მილიონ ევროს გადაუხდიან. დისასიმ ვესლი ფოფანა უნდა შეცვალოს, რომელმაც პრესეზონზე მძიმე ტრავმა მიიღო.

აქსელ დისასი „მონაკოში“ 2020 წლიდან თამაშობს და 129 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „პარიზის“ და „რეიმსის“ შემადგენლობაში თამაშობდა, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში 4-ჯერ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110409