ფეხბურთი

17:48 | 30.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ესპანელი მეკარე დაიმატა, რომელმაც ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშა

„პარი სენ-ჟერმენმა“ ნიჭიერი ესპანელი მეკარე არნო ტენასი გაიფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

22 წლის ფეხბურთელი პარიზელებმა უფასოდ დაიმატეს, რადგან თავისუფალი აგენტი იყო და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს. ტენასი პარიზში ჯანლუიჯი დონარუმას დუბლიორად მოიაზრება.

არნო ტენასი „ბარსელონა B“-ში თამაშობდა, თუმცა 30 ივნისს კატალონიელებთან კონტრაქტი ამოეწურა. მან ცოტა ხნის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების რიგებში ვერცხლის მედალი მოიპოვა და ფინალში ბათუმშიც ითამაშა.

0.111776